ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერთა შემცირება არ გულისხმობს ღირებულებით ცვლილებას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის პარამეტრი, რომ არ არის მატება საპარისპირო - ევრაზიული კავშირის მხარდამჭერთა რაოდენობაში. რაც შეეხება კლევის იმ ნაწილს, რომელშიც ვამჩნევთ ნატო-სა და ევროკავშირის მიმართულებით კლებას, ჩემი აზრით, ეს არ გულისხმობს ღირებულებით ცვლილებას. ეს უბრალოდ საზოგადოების რეალისტური დამოკიდებულებაა, რომელიც გამომდინარეობს იმ შენელებული პროცესიდან, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ეს, ბუნებრივია, აისახება მოსახლეობაზე", - განაცხადა პრეზიდენტმა და განმარტა, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ განსხვავებული შედეგები მივიღოთ.
"რა უნდა გავაკეთოთ? საზოგადოებამ, რომელსაც სჯერა მიმართულების და იმის, რომ ეს უცვლელი ღირებულებებია და ამისკენ უნდა ვიაროთ, თავის თავზე უნდა აიღოს ევროპული იდეების პოპულარიზაცია და იმუშაოს იმისთვის, რომ შედეგები იყოს განსხვავებული. ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ ამ კურსის მხარდამჭერებმა დავკარგეთ მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ჩვენთან ერთად სჯერა, რომ ეს კარგია. მე არ ვფიქრობ, რომ მათ ამის არ სჯერათ. აქ არ არის კამათი იმის თაობაზე, ეს კარგია თუ ცუდი, მესიჯი მდგომარეობს შემდეგში - ეს არარეალურია. ბუნებრივია, რუსეთის პროპაგანდას თავისი შედეგები მოყვება. რა უნდა ვაკეთოთ?- ჩვენც იგივე უნდა განვახორციელოთ - რაც შეიძლება მეტად ჩავერთოთ ამ პროცესში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.