„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედანზე, გზის სავალ ნაწილზე კარვები გაშალეს
23-05-2021, 19:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე კარვების გაშლა დაიწყეს. აქციის მონაწილეთა ნაწილი კარვებში აპირებს დარჩენას.

 

 

„ბევრი ადამიანი სხვადასხვა რეგიონიდან უერთდება პროტესტს, ბევრი ადამიანია ჩამოსული, ისინი რჩებიან და ღამეს ათევენ. შეძლებისდაგვარად ნორმალურად რომ გაათენონ ღამე, მათთვის არის ეს კარვები, სადაც მოისვენებენ. რამდენი ხანი იქნება, ეს დამოკიდებულია იმაზე, ხელისუფლება როგორ შეხვდება იმ მოთხოვნებს, რომლებიც გააჟღერეს რიონის ხეობის მცველებმა“, – განაცხადა აქციის მონაწილე საბა კვანტრიშვილმა.

 

 

მისივე თქმით, რესპუბლიკის მოედანზე დაახლოებით 50 კარავი განთავსდება.

 

 

კითხვაზე, „გეგმავთ სავალი გზის გადაკეტვას?“, – აქციის მონაწილე პასუხობს, რომ პროტესტის ეს ფორმა მერიასთან შეთანხმებულია.

 

 

„დიახ, ეს შეთანხმებულია მერიასთან. დაახლოებით, 50-მდე კარავი იქნება, შეიძლება, მოემატოს. მერიასთან შეთანხმებულია პროტესტის მსგავსი ფორმა“, – დასძინა საბა კვანტრიშვილმა, რომლის კომენტარს საქართველოს პირველი ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი