“რუსთავი 2”- თან, სტალინის "რეაბილიტაციასთან" და ოპოზიციის დევნასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას ღია წერილით მიმართავენ
29-10-2015, 06:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

“რუსთავი 2”- ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ და საქართველოს ხელისუფლებას ღია წერილით მიმართავენ.
ევროპარლამენტარების განცხადებით, საქართველოში მიმდინარე მოვლენები ქვეყნის სტაბილურობასა და დემოკრატიას უქმნის საფრთხეს.

 


"ჩვენ, ევროპარლამენტის წევრებს, რომლებიც ხაზს ვუსვამთ საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორის მნიშვნელობას და მივესალმებით ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის განხორციელებაში მიღწეულ გარკვეულ პროგრესს, გვინდა გამოვხატოთ სერიოზული შეშფოთება საქართველოში ახლახან განვითარებული მოვლენების მიმართ, რაც ქვეყნის სტაბილურობასა და დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.

 


ჩვენ ძალიან გვაღელვებს საქართველოს წამყვანი და ყველაზე პოპულარული, დამოუკიდებელი ტელეარხის - რუსთავი 2-ის შესაძლო ხელში ჩაგდება და შესაბამისად, მისი სარედაქციო პოლიტიკის შემდგომი შეცვლა. ჩვენი აზრით, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეზღუდავს პოლიტიკური ველის დონეს და საფრთხეს უქმნის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობას.

 

 

ასევე საგანგაშოდ მიგვაჩნია, რომ გრძელდება ყოფილი მმართველი პარტიის წევრთა და ლიდერთა სამართლებრივი დევნა – მათ შორის ყოფილი პრემიერის, პრეზიდენტის, იუსტიციისა და თავდაცვის მინისტრების, თბილისის ყოფილი მერისა და ადგილობრივ ლიდერთა ჩათვლით. ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ, საგამოძიებო მოქმედებებში პოლიტიკური ჩარევის, მოსამართლეთა პოლიტიკური ნიშნით წინასწარ შერჩევის და უდანაშაულობის პრეზუმფციის სისტემატურად დარღვევის გამო.
გარდა ამისა, შოკირებული ვართ იმ ინფორმაციითაც, რომ ახლახან ძალადობრივი თავდასხმები განხორციელდა ოპოზიციის რეგიონალურ ოფისებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, რასაც მოჰყვა საქართველოს პრემიერმინისტრის მიუღებელი განცხადებები. ნაცვლად ამისა, მოვუწოდებთ მთავრობას დაუყოვნებლივ იპოვოს ამ ვანდალიზმში დამნაშავე პირები და პასუხისგებაში მისცეს.

 

 

და ბოლოს, ჩვენთვის არანაკლებ სამწუხაროა, მმართველი კოალიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან გაკეთებული განცხადებების მოსმენა, რომლითაც ცდილობენ იოსებ სტალინის „რეაბილიტაციას,“ ისევე როგორც ქვეყნის სხვადასხვა ადგილას მისი ქანდაკებების ხელახლა დადგმას. ჩვენ ვგმობთ ამას და ვთხოვთ ხელისუფლებაში მყოფ მოქმედ კოალიციას გამოიჩინოს სათანადო პატივისცემა სტალინიზმის მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის მიმართ, მათ შორის საქართველოშიც.

 

 

მოვუწოდებთ საქართველოს მოქმედ ლიდერებს და მმართველ კოალიციას, შეცვალოს ნეგატიური ტენდენციები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობას და სერიოზულ საფრთხეში აგდებს საქართველოს ევროპულ გზასაც.

 


მოვუწოდებთ ევროკომისიას და საგარეო საქმეთა სამსახურს ყურადღებით მიადევნოს თვალი ამ საკითხს საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად" - ნათქვამია წერილში.

 


წერილს 4 უმსხვილესი ფრაქციის წევრები აწერენ ხელს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი