ვარლამ გოლეთიანი ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს: „ვაი პატრიოტიზმში“ ვფიქრობ, უფრო ხელისუფლებას უნდა განვიხილავდეთ, ხეობას ხელისუფლება ყიდის და რესურსებს ასხვისებს
24-05-2021, 14:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას თქვა, რომ საკითხების იმგვარად განხილვა, რომ ისინი არიან „ვაი პატრიოტები“ და არ უნდათ ქვეყნის განვითარება, არაადეკვატური შეფასებაა.

 


გოლეთიანმა აღნიშნა, რომ გადაიკეტება ქუჩები და პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საკითხი არ გადაწყდება საზოგადოების სასარგებლოდ.

 


„პრემიერის განცხადებები ბოლო პერიოდში არის ერთმანეთს აცდენილი. პირველ შემთხვევაში მან თქვა, რომ ეს არის ინსპირირებული გარე ძალებიდან და აბსოლუტურად უხარვეზოა პროცესი. ეს იყო მისი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ, საკმაოდ მწვავე შეფასებები გააკეთა ჩვენ მიმართ, თითქოს ჩვენ ვართ მარგინალური, ბნელი ექსტრემისტული ძალა. დღევანდელი განცხადებით გავიგეთ, რომ ხელშეკრულება გადაუგზავნეს შესასწავლად იუსტიციის სამინისტროს, რომელმაც ერთხელ უკვე გაატარა ეს ხელშეკრულება.

 


პრემიერის განცხადებაში გამოიკვეთა, რომ შესასწავლია ხელშეკრულება და მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს. „ვაი პატრიოტიზმში“ ვფიქრობ, უფრო ხელისუფლებას უნდა განვიხილავდეთ, ხეობას ხელისუფლება ყიდის და რესურსებს ასხვისებს. უგულებელყოფილია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და ის, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვიცავთ, იმ ფონზე, რომ აგორებულია ჩვენზე დიდი შავი პიარკამპანია.

 


საკითხების ასე განხილვა, რომ ჩვენ ვართ „ვაი პატრიოტები“ და არ გვინდა ქვეყნის განვითარება, ვფიქრობ, არაადეკვატური შეფასებაა. ამაზე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაქცია. მოსახლეობას მოვუწოდებთ, შემოგვიერთდეს. ვერავინ დადო დამადასტურებელი, რომ ჩვენი პროცესი არის ხელოვნურად მართული. ეს ბრძოლა ხუთი კაცის დაწყებულია. ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების პოზიციას, ანუ გადაწყვეტის ნაწილში ის, რომ არაფრის ცვლილებას არ აპირებენ, ფაქტია. ამიტომ, საჭიროა, საზოგადოების გაერთიანება უსამართლობის წინააღმდეგ. ამიტომ, გადავალთ ქმედების ფორმებზე, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას, ეს არასწორი დამოკიდებულება შეცვალოს, მსვლელობა, პიკეტირება. გადაიკეტება ქუჩები და პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საკითხი არ გადაწყდება საზოგადოების სასარგებლოდ“, განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი