ვარლამ გოლეთიანი: რჩება ერთი გზა, ან ვიშლებით და ვანებებთ ამ ქვეყნის ყვლეფას, ან ასე მშვიდობიანად, არგუმენტირებულად და კონსტრუქციულად მიგვყავს საქმე ბოლომდე
24-05-2021, 15:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა რესპუბლიკის მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თუკი ხელისუფლება მიმართავს დესტრუქციას, პასუხისმგებლობა სწორედ მას დაეკისრება, ხოლო თუ პოლიცია ეცდება აქციის რომელიმე მონაწილის დაპატიმრებას, ან იერიშის მიტანას მშვიდობიან დემონსტრანტებზე, ამას მოჰყვება მოსახლეობის საყოველთაო გამოსვლა.

 


„იქნება ეს გარკვეული მსვლელობა ჩვენი მოძრაობის, თუ პიკეტირებას გავაკეთებთ სხვადასხვა ადგილისას, ჩვენ ყველგან ხელებაწეული ვართ. ეს ყველამ კარგად უნდა იცოდეს. ავწევთ ხელებს და დავიცავთ ამ არაადეკვატურობისგან თავს. ზემოქმედების სხვა ბერკეტი არ გაგვაჩნია, თუ არა ჩვენი ერთობა, რომ დავდგეთ და შევუქმნათ მათ დისკომფორტი, სანამ იმ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, რომელიც არის ჩვენი ხალხის ნება. ამიტომ, პროვოკაციას არ ავყვეთ, მშვიდობიანად დავდგეთ, სადაც დავდგებით. უბრალოდ, დუმილით გავაპროტესტოთ“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა და სამართალდამცველები გააფრთხილა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ეცდებიან აქციის რომელიმე მონაწილის დაპატიმრებას, ან იერიშის მიტანას მშვიდობიან დემონსტრანტებზე, ამას მოჰყვება მოსახლეობის საყოველთაო გამოსვლა.

 


„მოვუწოდებ იმ საპოლიციო ძალებს და ზოგადად იმ რეპრესიულ სულისკვეთებას, რომელიც ხელისუფლებას აქვს ჩვენი მოძრაობის მისამართით - თუ ის ეცდება, რომ რომელიმე ჩვენს თანამებრძოლზე ხელი აღმართოს, ან ვინმე დააპატიმროს, ან მით უმეტეს, რაიმე იერიში მიიტანოს მშვიდობიან დემონსტრანტებზე, რომლებიც მშვიდობიანად დგანან და უბრალოდ ხელისუფლების არაადეკვატურობისგან იცავენ თავს, მაშინ ამას მოჰყვება საყოველთაო გამოსვლა მთელი მოსახლეობის. ეს იქნება იმდენად მკაფიო ყველასთვის, რომ ამაზე მთელ საზოგადოებას ადეკვატური რეაქცია ექნება. ეს შეარყევს ხელისუფლებას და ეს იქნება პასუხისმგებლობის ნაწილში მისი პასუხისმგებლობა და არა ჩვენი. პასუხისმგებლობას არ ავიღებთ იმ რაღაც დესტრუქციულ მოქმედებებზე, რაც უნდა, რომ თვითონ ხელისუფლებამ მართოს ამ შემთხვევაში. ამიტომ, თუ თავად დესტრუქციას მიმართავს, პასუხისმგელობაც, ამ შემთხვევაში, იქნება მასზე“, - განაცხადა გოლეთიანმა.

 


მან პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ აქციის მონაწილეები ულტიმატუმის ენით არ საუბრობენ.

 


„რაც პრემიერმა ახსენა ულტიმატუმების ენით საუბარზე, ჩვენ ულტიმატუმების ენით არ ვსაუბრობთ. ჩვენ ნახევარ წელზე მეტი გავატარეთ რიონის პირზე, ზამთრის დღეები იქ გამოვიარეთ და სახლში არ შევსულვართ. მოვუწოდებდით მათ, რომ თუ ჰქონდათ ამის თავი, გამოსულიყვნენ და ემსჯელათ, რაც აღმოჩნდა, რომ არ შეუძლიათ. ამიტომ, რა ვქნათ, მაშინ რჩება ერთი გზა, ან ვიშლებით და ვანებებთ ამ ქვეყნის ყვლეფას, ან ასე მშვიდობიანად, არგუმენტირებულად და კონსტრუქციულად მიგვყავს საქმე ბოლომდე. ჩვენ დღევანდელი დღიდან გადავგდამთ ქმედით ნაბიჯებს. ჩვენ თუ არ ვიმოქმედებთ, ეს იქნება ქართველი ხალხის დამარცხების ტოლფასი, რომელსაც უკვე შეიძლება, ვეღარ მოვერიოთ. ამიტომ, ამ დამარცხებას ქართველი ხალხი არ დაუშვებს.

 


თბილისზე არის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, რადგან აქ ცხოვრობს და თავმოყრილია მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. პასუხისმგებლობა ყველაზე მეტად, დღევანდელ დღეს, ეკისრება დედაქალაქს და ყველა ხედავს, რამდენად სამართლიანი და არგუმენტირებულია ჩვენი პროტესტი“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი