რომ არა მე და რომ არა ის უსამართლობისადმი თავის არდახრა, დღეს პრემიერ-მინისტრი იქნებოდა ბატონი გახარია და ბატონო ღარიბაშვილი იქ, სადაც იყო. ამიტომ ბატონ ღარიბაშვილს მართებს, რომ მადლობა გადამიხადოს, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.
„ღარიბაშვილი 24 საათი რომ საუბრობს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და ჩემზე, აქაც ხომ ჩანს, რომ მშვიდი ძილის შესაძლებლობა მას არ აქვს. ღარიბაშვილის ადგილზე, მე მადლობას გადავუხდიდი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს. რომ არა მე და რომ არა ის უსამართლობისადმი თავის არდახრა, დღეს პრემიერ-მინისტრი იქნებოდა ბატონი გახარია და ბატონო ღარიბაშვილი იქ, სადაც იყო. ამიტომ ბატონ ღარიბაშვილს მართებს, რომ მადლობა გადამიხადოს, რომ ის არის დღეს პრემიერ-მინისტრი. რაც შეეხება სხვა მის პოლიტიკურ განცხადებებს, არ აღვიქვამ, ამ განცხადებებს იმდაგვარად, რომ ეს განცხადებები კეთდება პოლიტიკოსის მიერ, არა თუ პრემიერ-მინისტრის მიერ, იმიტომ, რომ ჩვენ ხომ ვნახეთ, რომ ადამიანი, როცა იყო დასაქმებული პრემიერ-მინისტრად, როგორც კი მოინდომა მისმა დამსაქმებელმა, იმ წამსვე ის გადადგა, მერე მე შევუწყვე ხელი ახლა, მოსულიყო პრემიერ-მინისტრად და მევე შევუწყობ, მეგობრებთან ერთად, რომ ის აღარ იყოს თუნდაც ნომინალურად პრემიერ-მინისტრი ძალიან მალე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.