საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი გახარიას პრემიერ მინისტრობისას გახარიას მრჩეველი რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატად კენჭისყრას ვერ გაბედავს.
„ვერ გაბედავს, დაველოდოთ და შევხედოთ. ჩვენ არანაირი კონკურენციის არ გვეშინია. ზუსტად ამიტომ მოვაწერეთ ხელი 43 პროცენტიან ბარიერზე თანხმობას. თუ 43 პროცენტს ვერ ავიღებთ, ამ შემთხვევაში მზად ვართ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის. უკონკურენტო ვიქნებით, ამას მკაფიოდ ვამბობთ და დაინახავთ კიდევაც. გიორგი გახარიამ ბუნებრივია, ძალიან კარგად იცის, რა შესაძლებლობები აქვს“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.