სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ საქართველოში გვიან ღამით დაფიქსირებული მიწისქვეშა ბიძგები სიძლიერის მიხედვით საშუალო კლასის მიწისძვრებს განეკუთვნება.
სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.8 მაგნიტუდა შეადგინა და მისი ეპიცენტრი თბილისიდან – 55კმ.-ში, ქალაქ თიანეთის ჩრდილო-დასავლეთით 24კმ.-ში, სოფელ მიგრიაულთასთან - 1კმ-ში მოხდა. საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები 01:43 საათზე დაფიქსირდა.
ცენტრში განმარტავენ, რომ მიწისძვრის ეპიცენტრის სიახლოვეს არ არის დასახლება და ნგრევა ნაკლებად სავარაუდოა.
„ბიძგები დაფიქსირდა დაბა ყაზბეგიდან 31 კილომეტრის დაშორებით, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მიწისძვრის მაგნიტუდა 4.9 იყო. 4.9 საშუალო კლასის მიწისძვრებში გადის. საკმაოდ კარგად შეიგრძნობდნენ ეპიცენტრის სიახლოვეს, თუმცა იქ დასახლება არ არის ისეთი, რომ ნგრევა ან რამე ასეთი გამოეწვია. შესაძლებელია, ამ მიწისძვრას მოჰყვეს უფრო მცირე ბიძგები, მაგრამ ეს სავარაუდოა, თანაც უფრო მცირე იქნება. საფრთხის შემცველი აღარ უნდა იყოს. თბილისში სავარაუდოდ კარგად შეიგრძნობდნენ მიწისძვრას. ნგრევა დედაქალაქში გამორიცხულია, არ უნდა გამოეწვია“, – განაცხადა სეისმოლოგმა მანანა ძმანაშვილმა, რომლის კომენტარს საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.