„რიონის ხეობის მცველების“ გამარგინალების მცდელობა, ქოცხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნად დაუჯდება, რადგან - „ხალხის ნების ძალით დათრგუნვას, ხალხივე არ აპატიებთ“ - და ხმების 43%-ს კი არა, 33%-საც ვერ აიღებენ! 2022 წლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში კი, მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსით და კრიმინალურ სამყაროს მხარდაჭერით, „ქოცები“ ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებენ!
„ქოცებს“ კისერიც უტეხიათ, მაგრამ, ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას, რომ მომავალ წელს „ქოცები“ „ნაცებმა“ შეცვალონ, ანუ ბიძინას ბანდა მიშას შაიკამ ვერ უნდა ჩაანაცვლოს! ამიტომაა აუცილებელი არაპარტიული, ერთიანი საერთო-სახალხო გაერთიანების არსებობა, რომელსაც შეეძლება მოჯადოებული „ქოცნაცური“ პოლიტიკური სისტემის, მანკიერი ერთპარტიული მმართველობის დამარცხება! მისი დემონტაჟი კი შესაძლებელია, მხოლოდ - სახალხო რევოლუციის გზით, - რომელიც დანიშნავს დროებით მთავრობას და სრულიად ახალი საარჩევნო კოდექსის საფუძველზე ჩაატარებს მაჟორიტარულ არჩევნებს, სადაც პოლიტპარტიებს უფლება ექნებათ წარადგინენ მათი წევრები მაჟორიტარულ ოლქებში, ისევე როგორც არაპარტიულ საინიციატივო ჯგუფებს! ახალმა სახალხო პარლამენტმა უნდა მიიღოს საქართველოს ახალი დემოკრატიული კონსტიტუცია, რომელიც სრულად და ერთმნიშვნელოვნად გამოხატავს ქართველი ერის, საქართველოს ყველა მოქალაქის ეროვნულ და სახელმწიფო ფუნდამენტალურ ინტერესებს!!!
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.