2020 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1 194.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.5 პროცენტით ნაკლებია
25-05-2021, 11:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1 194.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.5 პროცენტით ნაკლებია.

 

 

უწყების ცნობით, 2020 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 6.4 პროცენტით შემცირდა და 1 100.5 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 4.4 პროცენტით შემცირდა და 321.4 ლარს გაუტოლდა.

 


კვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც 2020 წელს, გასულ წელთან შედარებით, 2.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 86.8 პროცენტი შეადგინა.

 

 

ქვეყნის მოსახლეობის ჯამური საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ქალაქის ტიპის დასახლებებში 4.3 პროცენტით შემცირდა და 747.8 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 5.0 პროცენტით შემცირდა და 446.9 მილიონი ლარი შეადგინა.

 


2020 წელს ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში კვლავ მნიშვნელოვანი წილი უჭირავს დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს, რომლის წილი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 47.8 პროცენტი შეადგინა. ასევე 2.0 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი და 9.4 პროცენტს უტოლდება.

 


ამასთან, პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 23.4 პროცენტი შეადგინა.

 


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 1 127.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 7.6 პროცენტით ნაკლებია.

 


საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 9.4 პროცენტით შემცირდა და 1 038.5 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 7.4 პროცენტით შემცირდა და 303.3 ლარს გაუტოლდა. 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, შინამეურნეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში 2.0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 70.1 პროცენტი შეადგინა.

 


საქსტატის ცნობით, ქვეყნის მოსახლეობის ჯამური ხარჯების მოცულობა ქალაქის ტიპის დასახლებებში 6.5 პროცენტით შემცირდა და 714.4 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 9.4 პროცენტით შემცირდა და 412.9 მილიონი ლარი შეადგინა.

 


2020 წლის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში კვლავ ყველაზე დიდი წილი სურსათზე, სასმელსა და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს უჭირავს და 42.1 პროცენტს შეადგენს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი