პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების მხრიდან ულტიმატუმებით საუბარი მიუღებელია და ძალიან სერიოზული კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ამ აქციების რეალური მიზეზი.
„იმ ფონზე, როდესაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კაშხლის მშნებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი და მისი აშენება თვეებია, არ ხდება; როცა პრემიერმა თქვა, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება ხელახლა მოხდება და ხელშეკრულების ექსპერტიზა ჩატარდება დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ, მაინტერესებს, რას აპროტესტებს ამ ჯგუფის ორგანიზატორი და რა არის მოთხოვნები, თუ არა ის, რომ საერთოდ გაუქმდეს პროექტი? ეს დამოკიდებულება მიუღებელია ისევე, როგორც ულტიმატუმებით საუბარი. ეს არ არის ფორმა, რაც დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა არსებობდეს.
ძალიან სერიოზული კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ამ აქციების რეალური მიზეზი. მეტი საჯარო განმარტება უნდა გაკეთდეს აქციის მონაწილეების მხრიდან. საქართველოს სტრატეგიული ინტერესია, რომ გაიზარდოს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხი და საქართველოში ენერგოსისტემამ გამოიმუშავოს მეტი ელექტროენერგია. ეს პირდაპირ დაკავშირებულია ეკონომიკურ ზრდასთან და ახალ სამუშაო ადგილებთან. როცა ყველა კითხვაზე იყო პასუხები და დიალოგზე არის მზადყოფნა, ეს პროტესტი რას ემსახურება და მიმართული არის თუ არა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ? ეს არის მთავარი კითხვა, რაზეც პასუხები უნდა მოვისმინოთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.