მიქაელ ბოტკოველი ეკლესიისათვის კაფე „გალერის“ შენობის დაბრუნების მომხრეა
19-02-2014, 11:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი მხარს უჭერს სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილის მოთხოვნას, რუსთაველის გამზირზე მდებარე თეოდოსი ჩერნიგოველის სახელობის ტაძრის შენობის დაბრუნებასთან დაკავშირებით. როგორც მან news.ge-სთან საუბრისას განაცხადა, საპატრიარქო, ცივილური მეთოდებით, ჩაერევა ეკლესიისთვის ქონების დაბრუნების პროცესში.

 


"თუ სასულიერო პირები იყვნენ იქ, ალბათ, იციან, რომ იქ ნამდვილად ეკლესია იყო. ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ყოფილი ეკლესიების დაბრუნებაზე მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. საპატრიარქო შეეცდება, რომ ცივილური მეთოდებით ჩერთოს პროცესში. ისე, როგორც კანონიერად ხდება, ეკლესიისთვის ქონების დაბრუნება ეტაპობრივად, უნდა დაუბრუნდეს ეკლესია კანონიერ მფლობელს", - აცხადებს მამა მიქაელი.

 


ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, წმ. თეოდოსი ჩერნიგოველის სახელობის ტაძრის შენობის დაბრუნების თხოვნით პრემიერმინისტრს რამდენიმე სასულიერო პირი და მრევლის ნაწილი მიმართავს. რუსთაველის გამზირის N48-სთან, სადაც "ტაოპრივატ ბანკი", კაფე "გალერი" და სხვა ოფისებია განთავსებული, სასულიერო პირებმა და მრევლმა დღეს წმინდა მღვდელმთავრის თეოდოსი ჩერნიგოველის ხსენების დღესთან დაკავშირებით პარაკლისი გადაიხადეს.

 

 

 

 

 

 

 

 

http://news.ge/ge/news/story/80329-botkoveli-eklesiisatvis-kafe-galeris-shenobis-dabrunebis-momkhrea 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი