საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ფოტორეპორტიორებს, ირაკლი გედენიძესა და გია აბდალაძეს შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ფოტორეპორტიორებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ქვეყნის პირველი პირი მათი საქმის მიმდინარეობით დაინტერესდა.
"პრეზიდენტს გავაცანით ჩვენს საქმესთან დაკავშირებით არსებული ვითარება, ვუთხარით, რომ ფოტოგრაფების საქმეს დღემდე გრიფით "საიდუმლო" ადევს და რომ ჩვენ ამ დრომდე ვითხოვთ მის მოხსნას. ასევე, გამოვთქვით იმედი, რომ სასამართლო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და მოგვიხსნის იმ ბრალს, რომელიც წაყენებული გვქონდა",- განაცხადა გია აბდალაძემ.
ირაკლი გედენიძის თქმით კი, პრეზიდენტი მისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდათ.
"დაახლოებით ორი წლის წინ პროკურატურაში ჩვენი საქმის თავიდან გამოძიების მოთხოვნით განცხადება შევიტანეთ, რის შემდეგაც გვცნეს დაზარალულებლად, მაგრამ ამის მერე ეს პროცესი გაჭიანურდა, რის ერთ-ერთი მოტივადაც სახელდება ის, რომ საქმეს ადევს გრიფით "საიდუმლო". ეს უნდა მოიხსნას იმ ორგანოს მიერ, რომელმაც გრიფი დაადო, ეს კი, ჩვენი ინფორმაციით, კონტრდაზვერვის სამსახურია. პრეზიდენტს, რომელიც ჩვენი საქმით დაინტერესდა, ავუხსენით არსებული ვითარება“ - აღნიშნა ირაკლი გედენიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.