გენერალ გიორგი კვინიტაძის მემორიალური ნივთები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცა
25-05-2021, 17:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს სამშობლოში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის სამშობლოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით, მისი ოჯახის წევრებმა გენერლის პირადი ნივთები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცეს.

 


მემორიალური ნივთების გამოფენა მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ გახსნა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერლის შვილიშვილებმა - ნოდარ და მერაბ ოდიშელიძეებმა. სიტყვით გამომსვლელებმა გენერალ კვინიტაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს, ასევე აღნიშნეს მისი პიროვნების ღვაწლი ქვეყნისა და თავდაცვის ძალების წინაშე.

 


პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნულ მუზეუმს მის კოლექციაში არსებული ოჯახის წევრების პასპორტი გადასცა. მან გამოთქვა სურვილი, რომ, სამომავლოდ, ოკუპაციისა და ემიგრაციის მუზეუმები გაერთიანდეს, რადგან ორივე მუზეუმი ოკუპაციის პერიოდს ასახავს.

 


გამოფენას თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და გენერლის ოჯახის წევრები დაესწრნენ. გენერალ კვინიტაძის ხელნაწერები, იარაღ-საჭურველი, რუკა, პორტრეტი და სხვა მემუარული ნივთები ეროვნული მუზეუმის ფოიეში ერთ თვის განმავლობაში იქნება გამოფენილი. მომავალში კი, აღნიშნული ექსპოზიცია ოკუპაციის მუზეუმში დაიდებს ბინას.

 


ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის საქართველოში ჩამოსვენების თემაზე მუშაობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო და მისი ძალისხმევით დამოუკიდებელი საქართველოსთვის მებრძოლ გენერალს მშობლიურ მიწას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს მიაბარებენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი