ვარლამ გოლეთიანი: მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ხელი შევუშალოთ კომპანიის მუშაობას უშუალოდ რიონის ხეობაში და არ მივცეთ მათ საშუალება, გააგრძელონ ხეობის ნგრევა
25-05-2021, 18:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რიონის ხეობის მცველებს“ და მათ მხარდამჭერებს თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვთ. ისინი ფილარმონიასთან რესპუბლიკის მოედნიდან საპროტესტო მსვლელობით გაემართნენ.

 


„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე ჯგუფის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ ხვალიდან აქციის მონაწილეები დედაქალაქიდან რიონის ხეობაში გადაინაცვლებენ და შეეცდებიან ადგილზე გაუწიონ წინააღმდეგობა ჰესის სამშენებლო სამუშაოებს.

 


„გადავწყვიტეთ, ხვალ ისევ ამ სცენიდან მივმართოთ დედაქალაქის მოსახლეობას და ზოგადად ამ ბრძოლაში ჩართულ ყველა ადამიანს, ამის შემდეგ უკვე ჩვენ დავიძრათ ხეობაში კოლონით აბსოლუტურად თავაწეულებმა და დიდი არგუმენტაციით, რომ მთლიანად გაშიშვლებულია ყველა პროცესი, რასაც ხელისუფლება სჩადის. ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ხელი შევუშალოთ კომპანიის მუშაობას უშუალოდ რიონის ხეობაში და არ მივცეთ მათ საშუალება, გააგრძელონ ხეობის ნგრევა“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი