უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანდრი ტარანი საქართველოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდა. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებამდე, მას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის მრავალწლიან მეგობრობაზე, სტრატეგიულ პარტნიორობასა და წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება.
ჯუანშერ ბურჭულაძემ და ანდრი ტარანმა ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ერთმანეთს ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს და კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირების მნიშვნელობა აღნიშნეს.
ორმხრივ შეხვედრაზე კოლეგებმა სხვა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორებიც არის შავი ზღვისა და რეგიონის უსაფრთხოება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, ნატოსთან თავსებადობის ზრდა, სამხედრო განათლებისა და მედიცინის კუთხით თანამშრომლობა.
შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2021 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. გეგმის თანახმად, ქართული და უკრაინული მხარეები ერთმანეთს სხვადასხვა სფეროში გამოცდილებას გაუზიარებენ.
26 მაისს ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გარდა, უკრაინის თავდაცვის მინისტრი წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრსაც ესტუმრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.