პროკურატურამ, ლადო ბედუკაძისა და ელისო კილაძის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა
29-10-2015, 09:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

რის საფუძველზე დაიწყო პროკურატურამ მოკვლევა და რატომ იქნა დაბარებული დაკითხვაზე ელისო კილაძე და ლადო ბედუკაძე, ამასთან დაკავშირებით, პროკურატურამ განცხადება გააკეთა.

 

 

პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, მოკვლევა ნინო ჯღარკავას განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელიც სოციალურ ქსელში მასსა და ბედუკაძეს შორის მიმოწრას ეხება.
"ნინო ჯღარკავამ თბილისის პროკურატურას მიმართა განცხადებით, რომელშიც მიუთითა, რომ "რუსთავის 2"-ით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომელიც მასსა და ვლადიმერ ბედუკაძეს შორის სოციალური ქსელით განხორციელებულ მიმოწერას ეხებოდა. მისი თქმით, ეს მიმოწერა იყო გაყალბებული. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს განცხადებაში მითითებული გარემოებების შესწავლა იმის დასადგენად არსებობს თუ არა დანაშაულის ნიშნები. ამ მიზნით იქნა ბედუკაძე დაბარებული დაკითხვაზე", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 


დაკითხვის დეტალებზე ისაუბრა ელისო კილაძემაც და აღნიშნა, რომ მეორედ მას უკვე ლადო ბედუკაძესთან დაკავშირებით მოუწევს მისვლა პროკურატურაში.

 


„დაკითხვა ჯღარკავასა და ბედუკაძის მიმოწერას ეხებოდა, რომელიც განსხვავებულ აქცენტებში გამოქვეყნდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მე რა შეხება მქონდა, არ ვიცი, იმიტომ, რომ ეს მიმოწერა მე არ მეკუთვნოდა. იმდენად არასერიოზულად ვუყურებ ნინო ჯღარკავას პერსონას, რომ მასთან დაკავშირებულ მიმოწერებს არც ვინახავდი არ მიმაჩნდა, რომ რომელიმე საგაზეთო მასალაში უნდა გამომეყენებინა,“- განაცხადა ელისო კილაძემ.

 


შეგახსენებთ, რომ ელისო კილაძე და ლადო ბედუკაძე პროკურატურაში, დღეს დაკითხეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი