ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ექიმები, ჩვენი გმირი პოლიციელები, ჩვენი გმირი სამხედროები, მასწავლებლები, ყველა ვინც ერთგულად და პროფესიულად ემსახურება და აძლიერებს ჩვენს ქვეყანას, საფუძველს უყრის მის უკეთეს ხვალინდელ დღეს
26-05-2021, 12:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენი ექიმები, ჩვენი გმირი პოლიციელები, ჩვენი გმირი სამხედროები, მასწავლებლები, ყველა ვინც ერთგულად და პროფესიულად ემსახურება და აძლიერებს ჩვენს ქვეყანას, საფუძველს უყრის მის უკეთეს ხვალინდელ დღეს. განსაკუთრებულია მათი თავდადება ჩვენი ქვეყნის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერი საზეიმო ღონისძიებაზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქვეყნის უცხოელ მეგობრებსა და პარტნიორებს.

 

 

„საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენს უცხოელ მეგობრებსა და პარტნიორებს. მინდა მივესალმო ჩვენი ქვეყნის მეგობრებს პოლონეთის პრეზიდენტს ბატონ ანჯეი დუდას, უკრაინის თავდაცვის მინისტრს ანდრი ტარანს, რომლებიც ჩვენთან ერთად აღნიშნავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. 100 წლის წინ, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც მიისწრაფვოდა დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული, ევროპული სახელმწიფოს შექმნისკენ, წითელმა ოკუპაციამ შეაფერხა. მიუხედავად ამისა, ოკუპაციამ უფრო მეტად გააძლიერა ქართველი ერის სურვილი, შეექმნა დამოუკიდებელი და ძლიერი სახელმწიფო და გამხდარიყო დასავლური სამყაროს ნაწილი. დიდი ქართველი გენერლის, საქართველოს თავისუფლებისათვის და ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი მთავარი სიმბოლოს, გიორგი კვინიტაძის საქართველოში გადმოსვენება გამოხატავს ჩვენს მისწრაფებას, კიდევ უფრო უკვდავყოთ საქართველოს თავისუფლების იდეა. 30 წლის წინ, ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობისა და წარსულის გააზრებით, საქართველომ დაიწყო თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი