ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენი ვალია გავაგრძელოთ თავდაცვის ძალების გაძლიერება, მზადყოფნის გაზრდა, შესაძლებლობების განვითარება და სამხედროების სათანადო დაფასება
26-05-2021, 16:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენი ვალია გავაგრძელოთ საქართველოს დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი საყრდენის - თავდაცვის ძალების გაძლიერება, მზადყოფნის გაზრდა, შესაძლებლობების განვითარება და სამხედროების სათანადო დაფასება“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

 

 

მან ქართული ჯარის მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ნატოს, მის წევრ და პარტნიორქვეყნებს, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს -ამერიკის შეერთებულ შტატებს. თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებით მიულოცა სამხედრო მოსამსახურეებს. მისი განცხადებით, სამი ათწლეულის განმავლობაში ქართული ჯარი ქვეყნის დაცვის მთავარ საყრდენს წარმოადგენდა და დღესაც მოქალაქეების მხრიდან უმაღლესი ნდობით სარგებლობს. „საქართველოს თავდაცვის ძალები განვითარდა თანამედროვე და ბრძოლისუნარიან ძალად, რომელიც ყოველთვის მზად არის დაიცვას სამშობლო და იზრუნოს  გლობალური უსაფრთხოების განსამტკიცებლად“, - აღნიშნა მან.

 


სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა მსოფლიოს გლობალური უსაფრთხოების სფეროში, ასევე ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით ქართველი სამხედროების წვლილს გაუსვა ხაზი. ჯუანშერ ბურჭულაძე განსაკუთრებულად მიესალმა რეკრუტებს, რომლებმაც დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ფიცი დადეს და თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ. მინისტრმა პატივი მიაგო გმირებს, რომელთაც სიცოცხლე შესწირეს დამოუკიდებლობის მოპოვებას, მის დაცვას და საერთაშორისო მშვიდობას. „ქვეყნის დამოუკიდებლობა კიდევ უფრო გამყარდება და გაძლიერდება ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციით, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოს თავდაცვის ძალებს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი