სააკაშვილ-გვარამიას სკანდალური აუდიო ჩანაწერი - უნდა წახვიდეთ რევოლუციურ სცენარზე, ბარიკადები უნდა გააკეთოთ
29-10-2015, 13:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინული გამოცემა http://uareview.in.ua ავრცელებს აუდიო ჩანაწერს, სადაც მითითებულია, რომ აუდიოჩანაწერში ასახულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საუბარი.

 


აუდიომასალის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი გვარამიას თანამშრომლების გამხნევებისკენ მოუწოდებს. საუბარი გრძელდება "რუსთავი 2"-ის სასამართლოს შესახებ და იმაზე, თუ რა უნდა მოიმოქმედონ, როდესაც მოსამართლის გადაწყვეტილების აღსრულებაზე მიდგება საქმე.

 

 

"ნიკა გვარამია: გადაწყვეტილებას მიიღებს, მთავარია რას იზამს ეს აღსრულება. აღსრულების ნაწილის ეშინია ყველას.

 


მიხეილ სააკაშვილი: აღსრულების ნაწილს მიიღებს ერთმნიშვნელოვნად.

 


ნიკა გვარამია: და მერე როგორ წარმოგიდგენია?

 


მიხეილ სააკაშვილი: უნდა წახვიდეთ რევოლუციურ სცენარზე, უნდა მოუწოდოთ ხალხს დაცვისკენ, უნდა გამაგრდეთ, ბარიკადები უნდა გააკეთოთ. მოიმარაგოთ წყალი, ესა ისა. და უნდა იყოს ეს მრავალკვირიანი. ეს არ უნდა იყოს ჩვეულებრივი... ახლავე უნდა დაიწყოთ ამის მომზადება, რკინები მიიტანოთ, დააწყოთ. ჩვეულებრივი ციხესიმაგრე უნდა გააკეთოთ... კარვები.... მანდ სხვა გზა არ არსებობს. იქ კონცერტი აუცილებლად უნდა მოაწყოთ და ა.შ..... ერთმნიშვნელოვნად უნდა მიხედო. შემდეგი სცენარი იქნება აღება და 22-ში შემოსვლა. ეს აღება არ უნდა დავუშვათ. 1500-2000 კაცს ყოველთვის ვიშოვით, რომ გაამაგრონ, როგორც კი გამაგრდებით ერთი კვირა, ძაან გაუჭირდებათ", - ამბობს სააკაშვილი.

 


ამის შემდეგ სავარაუდოდ ნიკა გვარამია საუბრობს, რომ შემოსავალში გაუჭირდება და დახმარებას ითხოვს. სააკაშვილი ინტერესდება როდისაა კონცერტი და მას შემდეგ, რაც პასუხად მიიღებს, რომ 23-ში, ამბობს, რომ იქაც უნდა იყოს ხალხი.

 


აუდიოჩანაწერის თანახმად, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ხვალ სახელმწიფო დეპარტამენტი გააკეთებს განცხადებას.

 


ნიკა გვარამია: ელჩებს შევხვდები ხვალ და ზეგ. არიან ისტერიკაში, მაგრამ რა ხეირი" ....

 


მიხეილ სააკაშვილი: იშოვეთ ბაევიკები, რომლებიც დაიცავენ... საბოლოო ჯამში ეს სროლით დამთავრდება აუცილებლად. ეგრეა რა ვქნა ახლა...

 


ნიკა გვარამია: კარგი, რა, დამილაგდება დღეს გონებაში რამე, რომ გამოვიძინებ და ხვალ მივხედავ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი