[ვიდეო] საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი: რატომ 26 მაისი და არა 9 აპრილი? - ზვიადის გამო?.. დღევანდელი ქართული სახელმწიფო არსებითად საკუთარი ნების უქონელი, დასავლეთის ყმადნაფიცი, ხოლო მთავრობა კი მარიონეტულია
27-05-2021, 09:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რატომ 26 მაისი და არა 9 აპრილი?

 

 

ჟორდანიას სიტყვიდან 1918 წლის 26 მაისს, ამონარიდი: „საქართველოს ახალი სახელმწიფო, რომელიც დღეს არსდება"… 1918 წ. აქტიდან: „საქართველო თავისი ნებით შეუერთდა რუსეთს“…

 

 

1. პირველი რესპუბლიკა არ ჩამოყალიბებულა ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიერ ან ქართველი ხალხის ერთიანი ნების რაიმე სახით გამოხატვის შედეგად. პირიქით — იგი უმეტესწილად შეიქმნა ანტიეროვნული, სოციალ-ინტერნაციონალისტური და ამით ილია ჭავჭავაძის ეროვნული გუნდის მტრების მიერ. ამდენად პირველი რესპუბლიკა დაფუძნდა უპირატესად ანტიეროვნული, ანტიმართლმადიდებლური ძალების მიერ.

 

 

მაგალითად: პარლამენტის 1918 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სასწავლებლებში აიკრძალა საღვთო რჯულის სწავლება. 1918 წლის 3 დეკემბრის მთავრობის განკარგულებით ეკლესიას ჩამოერთვა სამოქალაქო რეგისტრაციის უფლება.

 

 

2. პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა არ მოსულა ფართო და სახალხო ეროვნულ-განმათავისუფლებელი ანუ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზით — იგი არსებით წილად საქართველოს უნებლიედ დამყარდა რუსეთის იმპერიის შინაგანი, მარქსისტული ძალების მიერ ნგრევის შედეგად (იხილეთ 1918 წლის აქტი).

 

 

 


3. გაერომ საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო არა როგორც პირველი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე, არამედ როგორც საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე, ანუ 9 აპრილის აქტის საფუძველზე.

 

 

4. საქართველოს დღევანდელი სახელმწიფო და მთავრობა არ არის საქართველოს დამოუკიდებლობის მომტანი ინსტიტუცია, არამედ არის 1991-1993 წწ ანტიეროვნული და რუსეთის მიერ წარმართული გადატრიალების, ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის, ეროვნული სახელმწიფოს დანგრევის შედეგად დამყარებული — ანტიეროვნული, არალეგიტიმური წარმონაქმნი. დღევანდელი სახელმწიფო და მთავრობა არ არის 1991-1993 წლების დამოუკიდებელი საქართველოს და მისი ხელისუფლების უფლება-მემკვიდრე.

 


5. დღევანდელი საქართველოს ყველა ძირეული, მძაფრი პრობლემა მომდინარეობს სახელმწიფოს და მისი მთავრობის არალეგიტიმური ფესვებიდან, საწყისებიდან — მას არ გააჩნია ჯანსაღი ეროვნული, მართლმადიდებლური და დემოკრატიული ფესვები.

 

 

6. დღევანდელი სახელმწიფო არსებითად საკუთარი ნების უქონელი, დასავლეთის ყმადნაფიცი ან თუ გნებავთ პროტექტორატია, ხოლო მთავრობა კი მარიონეტულია — რაც თუნდაც ბოლო მოვლენებმა დაადასტურა, როდესაც პარლამენტის ჩამოყალიბებასაც კი გარეშე ძალები — უცხოელი ელჩები და ევროკავშირის ჩინოვნიკები წარმართავენ.

და ბოლოს — რატომ 26 მაისი და არა 9 აპრილი? — ზვიადის გამო?

 

 

ბესარიონ გუგუშვილი,

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში


წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი