ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანჟეი დუდას შეხვდა
27-05-2021, 14:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ანჟეი დუდას შეხვდა.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

აღინიშნა პოლონეთს გამორჩეული წვლილი საქართველოს განვითარებასა და რეფორმების წარმატებულ იმპლემენტაციაში, რაც განვითარების თანამშრომლობის პროგრამების მეშვეობით Polish Aid ხორციელდება.

 

 

შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა ეკონომიკური და სავაჭრო პოტენციალის ათვისების აუცილებლობას და ამ მიმართულებით ხაზგასმით აღინიშნა, რომ პოლონეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ბაზარია და ქართული პროდუქცია ასევე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს პოლონეთში. შესაბამისად, შედგა შეთანხმება, რომ მომავალში დაიგეგმოს ბიზნესფორუმები და გაღრმავდეს ბიზნეს კონტაქტები. აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა, ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ამ მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სფეროზე და აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის წარმოადგენდა პოპულარულ მიმართულებას პოლონელი ვიზიტორებისთვის. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ყველანაირი პირობა შეიქმნება საქართველოში უცხოელი ვიზიტორების და პოლონელი ტურისტების უსაფრთხოდ მოგზაურობისთვის.

 

 

ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში. აღინიშნა ერთობლივ წვრთნებსა და სწავლებებში ჩართულობის მნიშვნელობა.

 

 

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია, რომელიც მიმართულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისაკენ და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენისაკენ.

 

 

შეხვედრას დაესწრნენ პოლონეთის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერი მალგორჟატა გოშიევსკა, პოლონეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის მინისტრი პიოტრ გლინსკი, პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მასკიევიჩი, ხოლო საქართველოს მხრიდან – ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.

 

 

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი