UNFPA-ს და „ლიბერთის“ პარტნიორობით, რუსთავის 60+ კლუბში შეხვედრა გაიმართა
27-05-2021, 17:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსთავის საქალაქო ბიბლიოთეკასთან არსებულმა 60+ კლუბმა უმასპინძლა შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც კლუბის წევრებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი და ლიბერთი ბანკი. ღონისძიებას დაესწრნენ UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და ლიბერთი ბანკის ქვემო ქართლის რეგიონული დირექტორი თენგიზ სვანიძე.

 

 

60+ კლუბის წევრებთან, თემაზე „ჯანმრთელობის ხელშეწყობა 60+ ასაკში“ ისაუბრა ლელა სტურუამ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) არაგადამდებ დაავადებათა განყოფილების უფროსმა. ხოლო პრეზენტაცია საპენსიო ასაკის მომხმარებელთა უფლებების შესახებ წარმოადინა ნანა კოტეტიშვილმა, ლიბერთი ბანკის ინციდენტების მართვის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების უფროსმა.

 

 

„60+ კლუბები“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივაა, რომელიც აქტიური დაბერების პოლიტიკის განხორციელებას და ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ეს არის წევრობაზე დაფუძნებული კლუბი, უფროსი თაობის სოციალიზაციის სივრცე, რომელიც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის, ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. ლიბერთი ბანკი 2020 წლიდან არის რუსთავის 60+ კლუბის აქტიური მხარდამჭერი.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი