ნიკა გვარამია: მიხეილ სააკაშვილი არის ჩემი ახლო მეგობარი, თუმცა ჩვენ ყველაფერში ერთი პოზიცია არ გვაქვს
29-10-2015, 14:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია უკრაინულ გამოცემა http://uareview.in.ua –ს მიერ გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილის და მისი სატელეფონო საუბრის ავთენტურობას ადასტურებს. ამის შესახებ გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

მისი თქმით, პირველ რიგში დღევანდელი ფაქტით, საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს ტოტალური, უკანონო მოსმენები, ქვეყანაში არ არსებობს თავისუფალი სივრცე.

 

 

"ამის თქმის უფლებას მაძლევს ის, რომ ვერ იარსებებს ვერანაირი სანქცია ფარული მიყურადების შესახებ. ერთადერთი, რის გამოც მე შეიძლება მისმენდნენ, ეს არის 315-ე მუხლით აღძრული საქმე, რომელიც ჩვენის ღრმა რწმენით აღძრულია იმიტომ, რომ ლეგალიზება მოახდინოს ფარული მოსმენების. მაგრამ ეს ჩანაწერი, რომლის ავთენტურობასაც მე ვადასტურებ, არის ჩაწერილი უფრო ადრე, ვიდრე ეს გამოძიება დაიწყებოდა და ამის შესახებ განცხადება გაკეთდებოდა. ეს არის სასამართლო სხდომის შემდეგ გაკეთებული ჩანაწერი და უნდა დავათარიღოთ სავარაუდოდ 19 ოქტომბრით.

 

 

პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილი არის ჩემი ახლო მეგობარი. მისი პოზიციები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა, თუმცა ეს ცხადია არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველაფერში ერთი პოზიცია გვაქვს და ყველფერში ვიზიარებთ ერთმანეთის აზრს.

 


რაც შეეხება იმ გარემოებებს, რომელზეც არის საუბარი, დიახ, ვადასტურებ, მიხეილ სააკაშვილის აზრით, ჩვენ სიტყვის თავისუფლება უნდა დაგვეცვა იმ მეთოდებით, რა მეთოდებზეც ის საუბრობს, ეს არის შენობის ბარიკადირება, კუნთმაგარი ადამიანების შემოჯარვა და ბოლომდე წინააღმდეგობის გაწევა.

 

 

რამდენად გავიზიარე მე ეს დამოკიდებულება ბარიკადების აგების და ა.შ. შეგიძლიათ გახვიდეთ გარეთ, გასულია დაახლოებით 10 დღე ამ საუბრიდან და თუ იპოვით ერთ ბარიკადას მაინც მაშინ შეგვიძლია გავაგრძელოთ ამაზე საუბარი", -განაცხადა გვარამიამ.

 

 

მისივე თქმით, ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს უფლება და პოლიტიკური გემოვნება ისე გადაწყვიტოს კონკრეტული საკითხები, როგორც მას სურს და ის ამისთვის პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც იღებს საკუთარ თავზე.

 

 

"ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ძალა. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ბევრ პოლიტიკურ ძალასთან, "ნაციონალური მოძრაობა" არის ერთ-ერთი. საქართველოში არსებულმა ძალიან ბევრმა ოპოზიციურმა ლიდერმა, არა მხოლოდ ამ პარტიიდან, დაახლოებით იგივე შინაარსის მესიჯი გამოუშვა ჩემთან პირად, ასევე სატელეფონო საუბარში, არ გამიკვირდება ეს საუბრებიც დაიდოს, ყველამ დაახლოებით თქვა ერთი და იგივე. ჩვენი წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში არც ერთი ოპოზიციური ლიდერი ამ ქვეყნის არ გამორიცხავს სროლას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, ყველამ გაგვაფრთხილა, რომ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ", - განაცხადა გვარამიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი