ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღეს ულოცავს
28-05-2021, 10:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღეს ულოცავს.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ოფიციალურ მისალოც წერილში ირაკლი ღარიბაშვილი ხაზს უსვამს, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას.

 

 

„თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ, საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად მოგილოცოთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღე და თქვენ და მოძმე აზერბაიჯანელ ერს გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება.

 

 

საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევით, ჩვენს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. ამასთან, მოწოდებული ვართ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ურყევი სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული კავშირები, რაც წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნების შემდგომი პროგრესისა და კეთილდღეობის განმტკიცებაში.

თქვენო აღმატებულებავ, ნება მომეცით კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა“, – აღნიშნულია ოფიციალურ მისალოც წერილში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი