საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1056 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
28 მაისის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 341894 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1071-ით გაიზარდა და ის 324426-ს შეადგენს.
ახალი მონაცემებით, 28-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 4727 -ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 38921, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 26713, PCR ტესტით - 12208;
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,71%, ბოლო 14 დღის - 3,68%, ბოლო 7 დღის - 3,22%;
სულ აცრილია - 130037, დღიურად აცრილია - 4445;
კარანტინის რეჟიმში - 51;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3937;
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 675.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.