თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსის ინდურ შტამს მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, აქ უფრო მაღალი შანსია, რომ ვირუსი გადმოგვედოს
28-05-2021, 13:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „იმედის დღეში“ სტუმრობისას, კორონავირუსის ინდური შტამის შესახებ ისაუბრა და მისი განმასხვავებელი ნიშან-თვისებები განმარტა.

 


„ზოგადად, ვირუსებს ახასიათებს დიდი და მცირე მუტაციები, რის შედეგადაც, ახალი შტამები წარმოიშობა. ზოგჯერ, ეს ახალი შტამები მნიშვნელოვნად განსხვავდება თავისი წინამორბედისგან, ზოგჯერ, განსხვავება იმდენად უმნიშვნელოა, რომ მას ვერ ვამჩნევთ. ამის ყველაზე კარგი მაგალითი გრიპის ვირუსია, რომლის ასორტიმენტი ყოველწლიურად ახლდება. არც COVID-19-ის ვირუსი არ გამოდგა გამონაკლისი და მასში მუდმივად მიდის მუტაციები. უფრო ხშირად, ეს მუტაციები იმდენად მცირეა, რომ ის შეუმჩნეველია და ახალი შტამის სტატუსი არ ენიჭება. რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მუტაცია იყო საკმაოდ დიდი იმისთვის, რომ დაერქმიათ ახალი შტამი. დღეს სულ რამდენიმე შტამს განარჩევენ; პირველია კლასიკური - ჩინურ-ევროპული შტამი, რომელიც პირველად გავრცელდა, შემდეგ მოდის ე.წ. ბრიტანული შტამი, ბრაზილიური, სამხრეთაფრიკული და ინდური შტამები. ვარაუდობენ, რომ ინდური შტამის შემთხვევაში, ბრიტანულისგან განსხვავებით, ცოტა მეტი მუტაცია მოხდა. მისი განმასხვავებელი ნიშნებია გადაცემის მეტი სისწრაფე - ის ბრიტანულ შტამზე უფრო იოლად გადაეცემა. ასევე, მას ახასიათებს ახალგაზრდა და ბავშვთა ასაკის პირების უფრო იოლად დაინფიცირება. რაც შეეხება მიმდინარეობის სიმძიმეს; ჯერ არ არსებობს ერთიანი აზრი. ზოგი ვარაუდობს, რომ ინდური შტამი უფრო მძიმედ მიმდინარეობს და მეტი სიკვდილობა ახასიათებს, ვიდრე - ჩვეულებრივს, სტანდარტულსა და ბრიტანულს. ზოგს მიაჩნია, რომ ეს ჯერ დადასტურებული არაა, რადგან დიდი კვლევები ჯერ არ ჩატარებულა. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ; ინდური შტამი, ისევე, როგორც ბრიტანული, არაა პრინციპულად ახალი მოვლენა, რომელმაც, შეიძლება, რადიკალურად შეცვალოს კოვიდპანდემიის დინამიკა და ჩვენი ტაქტიკის რადიკალურ ცვლილებას მოითხოვდეს. ეს ნიშნავს, რომ მისი სიმპტომებიც მსგავსია, თავდაცვის საშუალებები - პირბადე და სოციალური დისტანცია აბსოლუტურად იგივეა, უბრალოდ, ამ შტამს მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. თუ ჩინურ-ევროპული შტამით ინფიცირებულთან კონტაქტი გვექნებოდა და დასნებოვნების რაღაც შანსი გვექნებოდა, აქ უფრო მაღალი შანსია, რომ ვირუსი გადმოგვედოს“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ, როგორც ამას „იმედინიუსი“ იტყობინება.

 

 

მისივე განცხადებით, კორონავირუსის ინდური შტამისგან, დიდი ალბათობით, COVID-19-ის ყველა ვაქცინა გვიცავს.

 


საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი