უკრაინაში, ქართველმა სამხედრომ და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ევროპის ჩემპიონატში ოქროს მედლები მოიპოვეს
29-05-2021, 11:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინის ქალაქ ლუცკში გამართულ ძალისმიერი სპორტის ევროპის ჩემპიონატზე, ქართველი სამხედრო მოსამსახურე, მაიორი ნიკოლოზ კუსიანი 100 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალი მოიპოვა. ნიკოლოზ კუსიანმა, ბიცეპსზე წონის აწევაში (strict curl) იასპარეზა და გაიმარჯვა. ჩემპიონატიდან თავდაცვის ძალების ჯარისკაცთან ერთად ოქროს მედლებით დაბრუნდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც. 

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა, პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა  შალვა ბებიაშვილმა 127 კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში, სამჭიდის ყველაზე გავრცელებულ ორ სახეობაში – წოლჭიმსა და შტანგის ამოწევაში 2 ოქროს მედალი მოიპოვა. მან წოლჭიმში  - 200კგ, ხოლო შტანგის ამოწევაში - 270კგ დაძლია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, პოლიციის მაიორმა ილია ქოჩიაშვილი კი 125 კგ წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდა და ასევე ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო აბსოლუტურ კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა.

 

 

გამარჯვებულებს  თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები დახვდნენ და წარმატება მიულოცეს.

 

 

უკრაინის ქალაქ ლუცკში ევროპის რიგით მე-8 ევროპის ჩემპიონატი ძალისმიერი სპორტის სხვადასხვა სახეობებში, სპორტსმენებსა და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს შორის ჩატარდა და მასში 12 ქვეყანა მონაწილეობდა.  

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი