„დღეს ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის და არა ვინმეს წინააღმდეგ“, განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელ კონფერენციაზე.
„დღეს ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის და არა ვინმეს წინააღმდეგ. ჩვენ დღეს გვჭირდება სწრაფი განვითარების გეგმა და თანმიმდევრული გეგმა. ჩვენ ვერთიანდებით სიმართლისთვის და ქმედებისთვის“, აღნიშნა გახარიამ.
მისი თქმით, დღეს საქართველოს ყველაზე დიდი გამოწვევა თანამედროვე ინსტიტუტების სისუსტეა, რაც უნდა გამოსწორდეს, რადგან სხვაგვარად, ძლიერი სახელმწიფოს აშენება ვერ მოხერხდება.
„ქვეყანაში, რომელიც აშენებს დემოკრატიას, შეუძლებელია არსებობდეს პრივილეგირებული კლასები“, განაცხადა გახარიამ და დაამატა, რომ სახელმწიფოსთვის დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა კორუფცია და ნეპოტიზმი და აუცილებელია მასთან ბრძოლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.