გიორგი გახარია: „გადავდექი სწორედ იმიტომ, რომ მმართველი პარტია დაშორდა ჩვენი რიგითი მოქალაქეების რეალურ პრობლემებს“
29-05-2021, 18:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„გადავდექი სწორედ იმიტომ, რომ პარტია დაშორდა რეალურ პრობლემებს, ჩვენი რიგითი მოქალაქეების რეალურ პრობლემებს, მარტივი მიზეზის გამო - რატომღაც ჩაითვალა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენს რიგითი მოქალაქეების ყოვედღიურ პრობლემებზე ზრუნვა“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელ კონფერენციაზე.

 


„გადავდექი იმიტომ, რომ, ამას ვამბობ აბსოლუტურად გულწრფელად, 8-წლიანი მმართველობის შემდეგ მმართველი პარტია თავის თუნდაც ყველაზე დიდ მიღწევებს ადარებდა 10-15 წლის წინანდელ რეალობას და ამით განვითარების პერსპექტივას უკლავდა ჩვენს ქვეყანას.

 

 

გადავდექი იმიტომ, რომ ერთ კონკრეტულ მომენტში, ჩემთვის სრულიად გასაგებად და აშკარად, პოლიტიკურმა პარტიამ მისი პარტიული ინტერესები დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა. ეს იყო რეალური მიზეზი იმ ნაბიჯის, რომელიც მე გადავდგი. მე დღეს აქ ვდგავარ თქვენ წინაშე სრული აღქმით იმ პასუხისმგებლობის, რომელიც მეც მაკისრია ამ რეალობის შექმნაში. რა თქმა უნდა, მე ვარ ნაწილი იმ წარმატების და რაც მთავარია, წარუმატებლობის, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს. სწორედ ამ პასუხისმგებლობის გამო ვდგავარ აქ. სწორედ ამ პასუხისმგებლობამ არ მომცა შესაძლებლობა, გავქცეულიყავი. სწორედ ეს პასუხისმგებლობა არის, რამაც მომცა ძალა, ვმდგარიყავი თქვენთან ერთად და მეთქვა – გავერთიანდეთ საქართველოსთვის.

 

 

ამასთან ერთად, მინდა, დაგპირდეთ და დაგარწმუნოთ, რომ არ მეშინია არაფერზე საუბრის, რაც გამიკეთებია და რაშიც მონაწილეობა მიმიღია. როგორც აქამდე გამიცია ნებისმიერ კითხვაზე პასუხი, ასე გავაგრძელებთ. იმიტომ, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯის ძირითადი განმსაზღვრელი არგუმენტი და ფაქტორი იყო ფასეულობები ქვეყნის და სახელმწიფოს მსახურება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ და დაამატა, რომ დღეს ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემა საჭიროებს სერიოზულ რეფორმას.

 

 

 

„დღეს ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის და არა ვინმეს წინააღმდეგ. ჩვენ დღეს გვჭირდება სწრაფი განვითარების გეგმა და თანმიმდევრული გეგმა. ჩვენ ვერთიანდებით სიმართლისთვის და ქმედებისთვის“, - თქვა გახარიამ ახალი პარტიის დამფუძნებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

 

მისი შეფასებით, დღეს საქართველოს ყველაზე დიდი გამოწვევა თანამედროვე ინსტიტუტების სისუსტეა, რაც უნდა გამოსწორდეს, რადგან სხვაგვარად, ძლიერი სახელმწიფოს აშენება ვერ მოხერხდება.

 

 

„ქვეყანაში, რომელიც აშენებს დემოკრატიას, შეუძლებელია არსებობდეს პრივილეგირებული კლასები“, განაცხადა გახარიამ და დაამატა, რომ სახელმწიფოსთვის დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა კორუფცია და ნეპოტიზმი და აუცილებელია მასთან ბრძოლა.

 

კომენტარები: 10
#10   amnaseo
      
Great post, I want to thank you for this informative read; I really appreciate sharing this great post. Keep up the good work! 48v 1500w e bike kit
25 სექტემბერი 2021 14:11
#9   amnaseo
      
Facilities operation courses are online for busy facilities operations technicians, supervisors, engineers, and managers to develop the strategies to plan for day-day and weekly, monthly maintenance operations. Facilities Management online course
20 აგვისტო 2021 14:48
#8   amna
      
Through marketing communication, you share information to other people especially your prospective clients with the aim of building up your company and your product or service. k2 on paper
7 აგვისტო 2021 09:43
#7   amna
      
This quite simply means that the text that makes up each of your web pages can play a huge part in where the search engines rank your site.Website speed optimization
6 აგვისტო 2021 10:12
#6   amnaseo
      
Also, a crypto owner has a significant amount of freedom over their finances and don't need to rely on any bank. You should keep that in mind that investment here is not a trend but a reality that offers amazing returns.How To Invest In Cryptocurrency
4 აგვისტო 2021 14:38
#5   amna
      
Poles apart from the animated world, Ash is also well-acquainted with the business world. He has become a promoter of thousands of products, which generally carry attractive posters of Ash.Pokemon Go Plus
2 აგვისტო 2021 14:34
#4   amna
      
capacity than small cross section normal capacity, according to a continuous magnetic field lines principle and the principle of magnetic shielding, magnetic field lines can not exchange defective parts in the interior materials, must swell outward, Nondestructive testing course
1 აგვისტო 2021 11:15
#3   amnaseo
      
Even if the lease is only for a year, as long as the tenants do not break any aspects of the contract, the lease is presumed to be renewable. wide variety of property for rent in sharjah
20 ივლისი 2021 10:16
#2   Amna
      
On internet, it will take approximately 20 minutes not more. It is fast by the fact that the software is dealing for the player and the game is always giving something to someone thus the player plays because he has some good cards but the river match with his game and another one. คาสิโนออนไลน์
15 ივნისი 2021 10:47
#1   amna
      
Do not overlook the outstanding option of online booking for securing a good hotel deal, regardless of where you plan to go on.Last Minute Hotel Deals Florianopolis
5 ივნისი 2021 09:23
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი