პრემიერ-მინისტრი პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს
30-05-2021, 11:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

 


როგორც მთავრობის მეთაური ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე აღნიშნავს, კანონის უზენაესობა ის საფუძველია, რომელზეც დემოკრატიული, განვითარებული სახელმწიფო შენდება.

 

 

“საქართველოს პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს გულითადად ვულოცავ პროფესიულ დღეს.

 


კანონის უზენაესობა ის საფუძველია, რომელზეც დემოკრატიული, განვითარებული სახელმწიფო შენდება. მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანეს რგოლს - პროკურატურას საკვანძო როლი აკისრია კანონის დაცვის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში.

 


საქართველოს პროკურატურამ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩამოყალიბებისა და სრულყოფის რთული გზა განვლო. ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული ძალზე მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგად შეიქმნა პროკურატურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მყარი გარანტიები, თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის პირობები. დღეს საქართველოს პროკურატურა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, ევროპული სტანდარტების, დამოუკიდებელი, ეფექტიანი და გამჭვირვალე სახელმწიფო სისტემაა. მის თითოეულ თანამშრომელს მაღალი პროფესიონალიზმითა და მიუკერძოებლობით უდიდესი წვლილი შეაქვს ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებაში.

 


უაღრესად მნიშვნელოვან საქმიანობაში შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ პროკურორს, გამომძიებელს, პროკურატურის ყველა თანამშრომელს”, - აღნიშნავს პრემიერი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი