ჩვენ მივიღეთ მოცემულ მომენტში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება - გადაწყვეტილება, რომელიც არც ერთ კომფორტის ზონას არ დაუტოვებს ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ მას ბრძოლას გავუმართავთ ყველგან, იქნება ეს საპარლამენტო სხდომათა დარბაზი, საკომიტეტო დარბაზები, აჭარის უმაღლესი საბჭოს დარბაზები, მოედნები, ქუჩები თუ სოფლები, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მან აღნიშნა, რომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება 2020 წლის არჩევნებზე მიღებული მანდატები გამოიყენოს.
„ყველგან ექნება ბიძინა ივანიშვილის ბრძოლა, რადგან წელს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი უნდა დამარცხდეს და დამარცხდეს ქართველი ხალხის სახელით. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მე ბევრი რეგიონი შემოვიარე და დავრწმუნდი, რომ საზოგადოება ელოდება გამარჯვებას, პერსპექტივის დაბრუნებას, იმედის გაღვივებას და ეს ყველაფერი არის ჩვენზე, პოლიტიკოსებზე დამოკიდებული. სულ რამდენიმე თვე დარჩა და ამ რამდენიმე თვეში უნდა შემოვიაროთ მთელი თბილისი, საქართველო და მოვიპოვოთ გამარჯვება. დავამარცხოთ ოლიგარქი ივანიშვილი და შვება მოვგვაროთ ასიათასობით საქართველოს მოქალაქეს“, – განაცხადა ნიკა მელიამ და დაამატა, რო მათი გამარჯვება ოქტომბერში უდავოდ დადგება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.