ნეთანიაჰუ გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ მემარცხენე კოალიციური მთავრობა „სახიფათოა ისრაელის უსაფრთხოებისა და მომავლისათვის“
31-05-2021, 11:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ახალი კოალიციური მთავრობა „სახიფათოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“. მან დაჟინებით მოუწოდა მემარჯვენე ფრთის პოლიტიკოსებს არ დაუჭირონ მხარი ამგვარი მთავრობის ფორმირებას, მას შემდეგ, რაც ულტრა-ნაციონალისტმა ლიდერმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ იგი შეუერთდებოდა მოლაპარაკებებს ცენტრისტ იაირ ლაპიდთან, რომელსაც ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისთვის დრო ოთხშაბათამდე აქვს და თუკი მან ეს პროცესი წარმატებით განახორციელა, ეს ნეთანიაჰუს, როგორც ისრაელის ყველაზე ხანგრძლივი ვადით მომსახურე პრემიერ მინისტრის ოფისში ყოფნას დაასრულებს.

 

 

ნეთანიაჰუმ, რომლის წინააღმდეგაც კორუფციის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მარტში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე გადამწყვეტი უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. ეს იყო ქვეყანაში მეოთხე არჩევნები ბოლო 2 წლის განმავლობაში და მოქმედმა პრემიერმა კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ მოახერხა.

 


„არ ჩამოაყალიბოთ მემარცხენე ფრთის მთავრობა. ამგვარი მთავრობა სახიფათოა ისრაელის უსაფრთხოებისა და მომავლისათვის“, - განაცხადა 71 წლის ნეთანიაჰუმ, რომელიც 12 წელიწადია რაც ქვეყნის სათავეშია და დიდი ხნის განმავლობაში დომინანტურ როლს ასრულებს ისრაელის პოლიტიკაში.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი