ნატოს სტანდარტიზაციისა და თავსებადობის თემაზე ტრენინგი დაიწყო
31-05-2021, 13:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სამმართველოს პერსონალისა და თავდაცვის ძალების შესაბამისი პროფილის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ნატოს სტანდარტიზაციისა და თავსებადობის თემაზე ტრენინგი დაიწყო. კურსი, რომელიც საქართველოს თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის პირველად იმართება, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ და თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მართვის, სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ოსაძემ გახსნეს.

 


სწავლების მიზანს საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოსთან თავსებადობის კრიტერიუმების განსაზღვრა, ნატოს სტანდარტიზაციის ოფისის მუშაობის პრინციპების და ვებ-გვერდის გამოყენების წესების გაცნობა წარმოადგენს. ხუთდღიანი ტრენინგის განმავლობაში მსმენელები ქვედანაყოფების ნატოს ეგიდით წარმართული მისიების დროს სტანდარტიზაციის მოთხოვნების შესრულებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში ნატოს სტანდარტიზაციის სისტემის როლის შესახებ საჭირო ინფორმაციას მიიღებენ.

 

 

კურსს ნატოს შტაბ-ბინიდან მობილური საწვრთნელი ჯგუფის წარმომადგენელი ოფიცრები უძღვებიან. ტრენინგის განმავლობაში ნატოს შტაბბინიდან ონლაინ ჩართვაც განხორციელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი