ეს არის მთავრობის სწორი პოლიტიკის და ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგი, ბიზნესში არის ძალიან პოზიტიური განწყობები, ძალიან პოზიტიური მოლოდინები, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა მთავრობის ამოცანაა, რომ კიდევ უფრო შეუწყოს ხელი ტურიზმის აღდგენა-განვითარებას და სახმელეთო საზღვრების გახსნა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
„როგორც ბატონმა მინისტრმა აღნიშნა ზრდა არის დაფიქსირებული თითქმის ყველა მიმართულებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა არის, რომ კიდევ უფრო ხელი შევუწყოთ ტურიზმის აღდგენას, განვითარებას, ის ბოლო გადაწყვეტილება რომელიც მივიღეთ - სახმელეთო საზღვრების გახსნა ესეც ამ მიზანს ემსახურება და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ დინამიკით, ასეთი პოზიტიური დინამიკით გავაგრძელებთ მუშაობას,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.