საქართველოს პრემიერ-მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა
31-05-2021, 15:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას შეხვდა.

 


შეხვედრაზე იაპონიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს ბოლო პერიოდში მაღალი დონის ორმხრივი კონტაქტების გააქტიურებას. პრემიერ-მინისტრმა იაპონიას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 


შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური საქმიანობის შემდგომი გაფართოების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით კარგი შესაძლებლობაა ბიზნესფორუმის პლატფორმა, რომელსაც 2019 წელს ჩაეყარა საფუძველი.

 


საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში თანმშრომლობას. აღინიშნა, რომ საქართველოში ყოველწლიურად იზრდება იაპონელი ვიზიტორების რაოდენობა და ქვეყნის მთავრობის მიზანია, კიდევ უფრო მეტი იაპონელი ტურისტი იხილოს საქართველოში, რისთვისაც სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს. ხაზი გაესვა, რომ ამ მხრივ, საქართველოს მთავრობა მზადაა, აქტიურად იმუშაოს იაპონურ მხარესთან, რათა განიხილონ ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლებლობა.

 


საუბრისას, ასევე განსაკუთრებით აღინიშნა კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში იაპონიის მიერ გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელობა, რისთვისაც პრემიერ-მინისტრმა იაპონელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი