ელჩი გიორგი ჯანჯღავა: ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს პირისპირ შეხვდება, მოგვიანებით კი, დელეგაციების შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაიმართება
01-06-2021, 10:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იწყება საქართველოს პრემიერ-მინიტრის სახელმწიფო ვიზიტი ანკარაში, თურქეთისა და საქართველოს კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობები დინამიკაშია, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს პირისპირ შეხვდება, მოგვიანებით კი, დელეგაციების შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაიმართება.

 

 

„იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო ვიზიტი ანკარაში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ასევე გაიმართება დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა, რომელზეც განიხილება ორი ქვეყნის მნიშვნელოვანი საკითხები. მიუხედავად პანდემიის მიერ შექმნილი პრობლემებისა, საქართველოსა და თურქეთს შორის არის ბევრი საინტერესო საკითხი. დინამიკაშია ჩვენი კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობები.

 

 

მიმდინარე წელს შედგა რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა და მალე გაიმართება სხვადასხვა დონის შეხვედრა. ასევე მინდა ვთქვა, რომ თურქეთი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, რომელიც არაერთხელ დაფიქსირდა როგორც პრეზიდენტის, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან სხვადასხვა ორგანიზაციებში და მაღალი საერთაშორისო ტრიბუნებიდან”, – განაცხადა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი