სააკაშვილ-ბოკერიას და სააკაშვილ-გვარამიას სკანდალური აუდიო ჩანაწერების გავრცელებას ეხმაურება პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე. Facebook -ზე გაკეთებულ განცხადებაში კობახიძე ამბობს, რომ ის რაც ამ საუბრებშია მოცემული "დანაშაულის მომზადებაა, დაგეგმვაა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, კონსტიტუციური წყობის დამხობის, სისხლისღვრის, მასობრივი არეულობის და ერთადერთი მიზნით - ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად". ვიცე სპიკერი პროკურატურას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
"უდანაშაულო ფოტოგრაფებს ფოტოების გავრცელება არ აპატიეს, უდანაშაულო ირაკლი ბათიაშვილს რაღაც, გაუგებარი ბრალდება- "ინტელექტუალური დახმარება" წაუყენეს და ციხეში გამოკეტეს, სწორედ გვარამიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს...კიდევ ბევრს ჩამოვთვლიდი, მაგრამ საჭირო არ არის, ყველამ კარგად იცის, ხოდა ახლა მთავარი ის სულ არ არის ვინ და სად გამოაქვეყნა ეს ჩანაწერი, მთავარი ამ ადამიანთმოძულეების საუბრის შინაარსია, დიახ, პირველკურსელი, ოროსანი იურისტი მიხვდება, რომ ეს დანაშაულის მომზადებაა, დაგეგმვაა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, კონსტიტუციური წყობის დამხობის, სისხლისღვრის, მასობრივი არეულობის და ერთადერთი მიზნით- ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ისევ ჯიჯგნონ, ადამიანების ღირსება გათელონ, ისევ იძალადონ, ქვეყანა საბოლოოდ დაშალონ! თანაც გამოდიან და უტიფრად აღიარებენ, რომ დიახ, ასეთი გეგმები აქვთ! ხოდა, ველოდები ახლა ყველა ექსპერტს, არასამთავრობოებს, ჟურნალისტებს, პრეზიდენტსაც, უცხოელებსაც-ვისაც ეს არარაობები დასცინიან და "იდიოტებად" მოიხსენიებენ, გამობრძანდით და შეაფასეთ სააკაშვილ-ბოკერია-გვარამიას გეგმები!!!!! ველოდები დავით ბაქრაძესაც-ამათი ლიდერი ისევ თუ ხართ, ბატონო დავით??? ველოდები პროკურატურას და მათ რეაგირებას! აქვთ თუ არა გარანტია ჩვენს მოქალაქეებს, რომ მათი სიცოცხლე და უსაფრთხოება დაცულია კრიმინალებისგან, ბოევიკებისგან, ზონდერებისგან???? ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ერთადერთი, ვისაც არეულობა აწყობს, ეს ნაციონალური მოძრაობაა!!! არავის, არავის მივცემთ ამ ქვეყნის არევის უფლებას, არავის!" - წერს მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.