კახა კალაძე: შესყიდვების ციკლს დავასრულებთ 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანით; ვპირდები თბილისელებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, ამ ქალაქში პრობლემა არასდროს დადგება
01-06-2021, 12:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამ ქალაქში მოსახლეობას ყოველთვის სუფთა, მოწესრიგებული, სწრაფი ავტობუსები და მიკროავტობუსები მოემსახურება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე ისაუბრა.

 

 

„ჩვენ გვახსოვს წლების განმავლობაში ქალაქში როგორი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობდა. კერძო ავტომობილების რაოდენობის გაზრდა ამანაც განაპირობა. თუმცა, ე. წ. ყვითელი ავტობუსების შემოყვანამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რადგან ეს იყო ის დრო, როდესაც არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაუბედურებული იყო. ჩვენ ვფიქრობთ მომავალზე, ამიტომაც შემოვიყვანეთ ერთ-ერთი საუკეთესო კომპლექტაციის მქონე 8-მეტრიანი, 10-მეტრიანი, 12-მეტრიანი ავტობუსები და ამ შესყიდვების ციკლს დავასრულებთ 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანით. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი მიზანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გამოიყენოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


როგორც პრეზენტაციაზე ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, დედაქალაქში კიდევ 380 ერთეული ავტობუსი და 700 ერთეული მიკროავტობუსი შემოვა.

 


„ავტობუსების პარკის განახლება ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დაპირება იყო. ეს მნიშვნელოვან დანახარჯებს უკავშირდებოდა, მაგრამ კახა კალაძის გუნდმა ეს შეძლო და დღეს უკვე თბილისის ჰყავს, ჯამში, 680 ერთეული, რომელიც უკვე ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას და მიმდინარეობს დამატებითი რაოდენობების - 180 ერთეული 8-მეტრიანი და 200 ერთეული 18-მეტრიანიავტობუსის შესყიდვა.

 


ჩვენ მოვახერხეთ 300 ერთეული მიკროავტობუსის ჩანაცვლება. დღეს უკვე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკებები დასრულდა, ხელმოწერილია ხელშეკრულებები კომპანიასთანაც და საბანკო დაწესებულებებთანაც. უკვე შესყიდულია 700 ერთეული, რომლითაცსრულად ჩანაცვლდება მიკროავტობუსების პარკი და ეს პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი