მომდევნო 1 წლის განმავლობაში თბილისს 100 ერთეული ელექტროდამტენი დაემატება. ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ელექტრომობილების ხელშეწყობის მიზნით, მერიამ ახალი პროექტი წამოიწყო. ეს არის მოთხოვნის საფუძველზე ელექტროდამტენების მონტაჟი. 38ლოკაციაზე მერიამ უკვე უზრუნველყო ელექტროდამტენების დამონტაჟება. დღეს მიმდინარეობს სატენდერო პროცედურა და მომდევნო 1 წლის განმავლობაში, დამატებით 100 ერთეული ელექტროდამტენი დამონტაჟდება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.