სასოფლო სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ღიბრაძემ განმარტა, აღნიშნული შეზღუდვა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე გავრცელდება.
„შეზღუდვების პერიოდი იმოქმედებს 23:00 საათიდან 04:00 საათამდე, ცხადია, ნებისმიერი მოქალაქისთვის. ეს გაკეთდა იმისათვის, რომ ფერმერებს შევუწყოთ ხელი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის და პროდუქციის რეალიზაციისთვის. თუმცა, ცხადია, ვრცელდება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე, პირზე, რომელიც საქართველოში იმყოფება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.