SNGP-ის ფარგლებში სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის განხორციელების მიზნით საქართველოში პირველი ვიზიტი შედგა
01-06-2021, 14:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (Refreshed SNGP) ფარგლებში ახალი - სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის განხორციელება იწყება. ამ მიზნით საქართველოს პირველად ეწვია დელეგაცია, რომელსაც მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი - ევროპული სამედიცინო სარდლობის მეთაური, ბრიგადის გენერალი სტეფან კოვიტცი ხელმძღვანელობს.

 


დელეგაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე მასპინძლობენ, რომლებიც SNGP-ის პაკეტით განსაზღვრული ინიციატივების იმპლემენტაციას უწევენ კოორდინაციას.

 


შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობები შეაფასეს და მისი განვითარების შესახებ სამომავლო გეგმები დასახეს. განახლებული SNGP-ის ფარგლებში საქართველოს სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის განხორციელებაში ბუნდესვერის მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრი და ევროპული სამედიცინო სარდლობა იქნება ჩართული. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ადგილზე გაეცნობა IV მექანიზებული ბრიგადის, კრწანისის სამედიცინო სკოლის, წეროვანში მარო მაყაშვილის სახელობის რეაბილიტაციის ცენტრისა და გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის სამედიცინო შესაძლებლობებს და სამხედრო სამედიცინო პერსონალს უშუალოდ გაესაუბრება. განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP Refresh) 2020 წლის დეკემბერში დამტკიცდა. განახლებული პაკეტი, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობის აღმშენებლობას, მდგრადობის გაძლიერებას, ნატოსთან თავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მზადების პროცესს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი