საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში,საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების შვილებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისოდღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიულოცა. ჯუანშერ ბურჭულაძე მთაწმინდის პარკში შვილებთან ერთად იმყოფებოდა.
ბავშვებმა სხვადასხვა გასართობ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა და პარკის ატრაქციონებით ისარგებლეს. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს საჩუქრად სავაჭრო ცენტრის ვაუჩერები გადასცა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული გმირების ოჯახების მხარდაჭერა და მათზე ზრუნვა თავდაცვის უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.