საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიმდინარე წლის 29 მაისს ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ქონებრივი დეკლარაციისა და შემოსავლების შესახებ გასულ რეპორტაჟს ეხმაურება და აცხადებს, რომ „გადაცემა თავდაცვის მინისტრის მიმართ თავისი ცილისმწამებლური და შეთითხნილი ბრალდებებით გასცდა ყოველგვარ ეთიკურ და სამართლებრივ საზღვრებს“.
უწყების ცნობით, „ტელეკომპანია „მთავარის“ სიუჟეტში სხვა პირების კუთვნილი ქონება მიაწერეს თავდაცვის მინისტრს. ასევე მისი საცხოვრებელი სახლი წარმოაჩინეს ისეთი ფორმით თითქოსდა რამდენიმე სახლს წარმოადგენდა“.
„ტელეკომპანია „მთავარის“ ვებგვერდმა დაამახინჯა ინფორმაცია ჯუანშერ ბურჭულაძის თავდაცვის მინისტრის მოადგილეობის პერიოდში აღებული ხელფასის შესახებ. შეგნებულად დამახინჯდა არაერთი ფაქტი, თავდაცვის მინისტრს მიაწერეს არარსებული ქონება და შემოსავლები და ამ მეთოდებით შეეცადნენ მისი რეპუტაციის შელახვას.
არც ფალიაშვილის და არც ლუბლიანას ქუჩაზე არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს არ გააჩნიათ არანაირი უძრავი ქონება, ხოლო ის უძრავი ქონება რაც მინისტრს გააჩნია ყველაფერი შეძენილი აქვს საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობამდე მოღვაწეობამდე.
აღნიშნულის დასადასტურებლად მინისტრმა პირადი განცხადებით მიმართა საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროს, რათა დაედასტურებინათ აღნიშნული ფაქტები. ბიუროდან მიღებული ინფორმაციით დადასტურდა, რომ სიუჟეტში მოყვანილი ინფორმაცია არის სიცრუე.
აღნიშნულ ცილისწამებასთან და სიცრუესთან დაკავშირებით მინისტრი აპირებს მიმართოს სასამართლოს. მომავალში მედიასაშუალებების მიერ გაჟღერებული არცერთი ამდაგვარი ტოტალური სიცრუე არ დარჩება სამართლებრივი რეაგირების გარეშე“, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.