"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სრულად არის დარწმუნებული, რომ გუშინ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.
"არ გამოვრიცხავ კი არა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება", -განაცხადა გვარამიამ გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. კითხვაზე, არის თუ არა ეს მასალები საქმის აღძვრის საფუძველი, გვარამიამ განაცხადა, რომ პროკურატურის მაგივრად პასუხს ვერ გასცემს.
"საქმე აუცილებლად უნდა აღიძრას უკანონო და ფარულ მიყურადებაზე, ეს შემიძლია ზუსტად გითხრათ", - განაცხადა გვარამიამ.
რაც შეეხება იმას, აპირებს თუ არა ამ მოთხოვნით მიმართოს პროკურატურას, გვარამიას განმარტებით, ამ შემთხვევაში არ არის საჭირო სპეციალური მოთხოვნა, ჩანაწერი საჯაროდ გამოქვეყნებულია და ავტომატურ რეჟიმში უნდა აღიძრას საქმე.
"ასევე, პასუხები უნდა გამცეს პროკურატურამ, რა ხდება ჩემი დაშანტაჟების საქმესთან დაკავშირებით. ეს ახალი გარემოება რამეს ხომ ცვლის არ შემთხვევით", -განაცხადა გვარამიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.