სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მხარის ახალი სახელმწიფო რწმუნებული წარადგინეს
02-06-2021, 10:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში წარუდგინა.

 

 

შეხვედრაზე რეგიონის ახალმა რწმუნებულმა თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე, მოქალაქეებთან აქტიურ კომუნიკაციაზე და იმ საჭიროებებზე გაამახვილა ყურადღება, რაც სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებისათვის პრიორიტეტულია.

 

 

„გიორგი გუგუჩია არის საკმაოდ გამოცდილი კადრი, იგი წლების მანძილზე მუშაობდა სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის სამართალდამცავ სტრუქტურებში, იყო ანტიკორუფციული სააგენტოს სამხარეო დანაყოფის ხელმძღვანელი, ამდენად მისთვის ცნობილია რეგიონის სპეციფიკა. მინდა წარმატებები ვუსურვო ახალ სახელმწიფო რწმუნებულს თავის საქმიანობაში და დარწმუნებული ვარ იგი იქნება მრავალი კარგი პროექტის თანაავტორი და თანამონაწილე“ - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

 

 

გიორგი გუგუჩიამ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

„მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და მთლიანად საქართველოს მთავრობას გამოცხადებული დიდი ნდობისთვის, ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად ძალიან დიდი პატივია ვემსახურო ჩემს ქვეყანას სწორედ იმ რეგიონიდან, რომელიც არის ჩემთვის მშობლიური და სადაც ვარ დაბადებული. ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრა მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან, დარწმუნებული ვარ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე სათანადო რეაგირებას და რეგიონის სწრაფად განვითარებისთვის ხელშეწყობას“ - განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი