კახა კალაძე: გიორგი გახარიას მიერ ჩემი დადებითი შეფასება ბევრმა გაიკვირვა, რადგან ეს არ არის მიღებული პრაქტიკა
02-06-2021, 10:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ, სამწუხაროდ, მივეჩვიეთ ოპონენტების მხრიდან თავდასხმებს და ეს მიღებული პრაქტიკა გახდა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

 


მისი თქმით, პოლიტიკაში ახალი სახეებიც უნდა მოვიდნენ და პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთთან ჯანსაღი კონკურენცია შეძლონ.

 


„კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ რაც უნდა კარგი გააკეთოს, საქართველოში მიღებულია, რომ მას აუცილებლად თავს დაესხან, გალანძღონ, ტყუილები მოუგონონ. ასე არ შეიძლება. თუნდაც ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიერ ჩემი დადებითი შეფასება ბევრმა გაიკვირვა, რადგან ეს არ არის მიღებული პრაქტიკა. გამოდის, რადგან ოპონენტია, მას აუცილებლად შეურაცხყოფა უნდა მიაყენო. მე გამიხარდება რაც მეტი ახალი სახე შემოვა პოლიტიკაში და შევძლებთ ჯანსაღ დებატებს, არა ისეთს, როგორიც დღეს არის. ამას ხომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი შვილები უყურებენ. შესაბამისად, ყველას უჩნდება განცდა, რომ პოლიტიკა ბინძურია და აქ სუფთა ადამიანები არ მოდიან. ეს დამოკიდებულება უნდა შევცვალოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი