“მოვუწოდებ სააკაშვილს, თავი დაანებოს საქართველოს” - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, გუშინ, გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.
ალასანიას თქმით, ბარიკადების აღმართვა და ქვეყნის დაცვა სააკაშვილმა 2008 წელს ვერ შეძლო, როცა საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდებოდა და "ყველას კარგად გვახსოვს, როგორ გამოიქცა ბრძოლის ველიდან".
"გავრცელებული აუდიომასალის შინაარსი წარმოადგენს აბსოლუტურ დემონსტრირებას, თუ რა დამოკიდებულებაც აქვს სააკაშვილს ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ხალხის მიმართ. რა ბარიკადებზე ლაპარაკობს? როცა ბარიკადები და დაცვა იყო საჭირო 2008 წელს, კარგად გვახსოვს, როგორ გამოიქცა ბრძოლის ველიდან. ამიტომ მე მოვუწოდებ მას, დაანებოს საქართველოს თავი. კმარა, რა უბედურებაშიც გახვია ეს ქვეყანა მისმა ავტორიტარულმა მმართველობამ. ახლა მან უნდა მისცეს საშუალება საქართველოს და თუნდაც თავის პარტიას, მის გარეშე გავაგრძელოთ ცხოვრება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მეორე მხრივ, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის აზრით, ქვეყანაში ისტერიული გარემოს და დაძაბულობის შექმნას ხელს მმართველი ძალა, "ქართული ოცნება" უწყობს.
"ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ მთავრობის თავმჯდომარე უპასუხისმგებლოდ და აგდებულად იქცევა, როცა გამოდის და ძალადობისკენ მოუწოდებს მოქალაქეებს – ცეცხლს ეთამაშება ეს ხალხი ისე, რომ ვერც ხვდება, რამხელა შარში შეიძლება გახვიონ ქვეყანა", - აღნიშნა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა.
რაც შეეხება უშუალოდ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს, ალასანიას თქმით, აუცილებელია, რომ აღნიშნული მედიასაშუალება ნელ-ნელა გაემიჯნოს "ნაციონალურ მოძრაობას", რომელთანაც ასოცირებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.