1-ელ ივნისს, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სამველ მანუკიანმა, პარლამენტის წევრმა "ქართული ოცნების" პარტიული სიით, სუმბატ კიურეღიანმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა, იური უნანიანმა, საკრებულოს თავჯდომარემ ნაირი ირიცანმა, სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა სოფელ სულდაში საბავშვო ბაღი გახსნეს.
70 აღსაზრდელზე გათვლილ ახალ საბავშვო ბაღში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. პროექტის განხორციელებისთვის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 140 000 ლარი დაჯდა.
საქართველოს მთავრობის ერთერთი და მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სკოლამდელი დაწესებულებების კეთილმოწყობაა. მუნიციპალიტეტებში საბავშო ბაღების რეაბილიტაცია კი გაგრძელდება ვიდრე ყველა ბაღში პატარებს სათანადო პირობები არ ექნებათ - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.