ნატო-საქართველოს წვრთნების და შეფასების ერთობლივ ცენტრს დაარსებიდან ხუთი წელი შეუსრულდა
02-06-2021, 12:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო-საქართველოს წვრთნების და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) დაარსებიდან ხუთი წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები, ასევე ცენტრის, აშშ-ის არმიისა და საზღვაო ქვეითთა პირადი შემადგენლობა და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 

 

ლელა ჩიქოვანმა და გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა JTEC-ის პირად შემადგენლობას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და ხუთი წლის იუბილე პირადად მიულოცეს. ნატო-საქართველოს წვრთნების და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ და მადლობა გამოეცხადათ.

 


მოწვეული სტუმრებისათვის ცენტრში არსებული ტექნიკის, აღჭურვილობის, ახალი ვირტუალური და საველე სისტემების გამოფენაც მოეწყო.

 


ნატო-საქართველოს წვრთნების და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ბაზაზე, 2014 წელს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებულ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში შეიქმნა. JTEC ყველა დონის საველე სიმულაციურ და ვირტუალურ სწავლებას, როგორც სარდლობისა და ბრიგადებისთვის, ასევე ბატალიონის, ასეულისა და ოცეულისთვის უზრუნველყოფს. სასწავლო ცენტრის ინიციატივის განხორციელებაში ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, დაარსების პირველივე დღიდან ჩართული არიან ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები. მრჩეველთა ჯგუფში ნორვეგიის, ლიეტუვას და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები შედიან. საქართველო-აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში JTEC-ში წარმოდგენილია აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის და არმიის კონტინგენტები, ისევე, როგორც სამოქალაქო ექსპერტთა ჯგუფი. დღეისათვის JTEC-ის შემადგენლობაში შედის ოთხი ცენტრი: საბრძოლო მომზადების ცენტრი, სამშვიდობო ოპერაციების წვრთნების ცენტრი, წვრთნების შეფასების ცენტრი და სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი